წესები

იმისთვის რომ ნებისმიერმა მოთამაშემ შეძლოს "აჭარაბეთის" ინტერნეტ ტოტალიზატორით ან ინტერნეტ რულეტით სარგებლობა საჭიროა გაიაროს რეგისტრაცია საიტზე www.adjarabet.com. რეგისტრაციის შემდეგ მას მიენიჭება პირადი ნომერი რაზეც მოთამაშეს ეძლევა თანხის ჩარიცხვის საშუალება და შემდგომ მისთვის სასურველი გვერდით სარგებლობა. ჩარიცხული თანხა ავტომატურად აისახება "აჭარაბეთის" ტოტალიზატორის ბალანსზე, რის შემდეგაც მოთამაშეს სურვილისამებრ შეეძლება მისთვის სასურველი თანხის გადატანა ინტერნეტ რულეტის ბალანსზე ღილაკი "მართვის" მეშვეობით.

ღილაკი "მართვით" სარგებლობისას მოთამაშის ეკრანზე გაიხსნება შემდეგი ველები:

1) რულეტის ბალანსის დადგენა;

2) თანხის გადატანა ტოტალიზატორიდან რულეტზე;

3) თანხის გადატანა რულეტიდან ტოტალიზატორზე;

იმისათვის, რომ აჭარაბეთის ლაივ რულეტის მომხმარებელმა შეძლოს არსებული ბალანსიდან სასურველი თანხის გატანა, მომხმარებელმა უნდა გადაიტანოს თანხა რულეტიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე ღილაკი ''მართვის'' მეშვეობით. მას შემდეგ, რაც მომხმარებელს დაუფიქსირდება რულეტის ბალანსზე თანხა დეპოზიტის სახით, მას შეუძლია თამაშის დაწყება. ეკრანზე გამოისახება: მოთამაშის ბალანსის ოდენობა (ქულებში); მიმდინარე ფსონის ოდენობა; დადებული ფსონის (ფსონების) საერთო ოდენობა; მოგების ოდენობა; სათამაშო მოედანი; ბოლო თორმეტი მოგებახვედრილი რიცხვი; მიმდინარე მოგებახვედრილი რიცხვი; შეტყობინება ფსონების მიღების დაწყების ან დასრულების შესახებ.

მოთამაშე განსაზღვრული დროის ფარგლებში დებს ფსონს (ფსონებს), რომლის ამოწურვის შემდეგაც ხდება გათამაშება სათამაშო ბორბალში დატრიალდება სათამაშო ბურთულა რის შედეგადაც ვლინდება მოგებახვედრილი რიცხვი, რომელიც მომენტალურად აისახება მოთამაშის მონიტორზე, მოგებული თანხა ავტომატურად დაერიცხება მონიტორის მარცხენა კუთხეში განთავსებულ "კრედიტის" განყოფილებაში.

სათამაშო მინდორი შედგება 37 რიცხვის (1-დან 36-ის ჩათვლით), 1 ნულისაგან (ზერო) და დამატებითი უჯრებისაგან, რომლებზეც ასევე იდება ფსონები.

ფსონების სახეობების განმარტება:

"რიცხვი" (სტრეიდაფი) - ფსონი იდება კონკრეტულად ერთ რიცხვზე (ზეროს (0) ჩათვლით), 1 ქულაზე მიიღება 36 ქულა 1 ქ. X 36 ქ.;

"სპლიტი" - ფსონი იდება ხაზზე ორ ნებისმიერ რიცხვს შორის, 1 ქ. X 17 ქ.;

"კორნერი" _ ფსონი იდება ოთხ რიცხვზე გამავალი ხაზის მინდორზე, ფსონი ფარავს 4 რიცხვს, 1 ქ. X 8 ქ.;

"სტრიტი" _ ფსონი იდება რიცხვთა 12 სვეტის ბოლოში, მოცემული ფსონი ფარავს 3 რიცხვს, 1 ქ. X 11 ქ.;

"წითელი-შავი"- ფსონი იდება ფერზე წითელი ან შავი, 1 ქ. X 1 ქ.;

"სიქს ლაინი" _ ფსონი მოიცავს 6 ციფრს, 1 ქ. X 5 ქ.;

"კოლონა" _ მოცემული ფსონი მოიცავს 3 კოლანას, მოგებულად ითვლება მხოლოდ ერთ კოლონა, 1 ქ. X 2 ქ.;

"კენტი და ლუწი" – მოგება ხვედრილია კენტი ან ლუწი რიცხვი 1 ქ. X 1 ქ.;

"1-12", "13-24", "25-36" – მოგება განისაზღვრება მოოგებულ კოლონაში მოხვედრილი რიცხვების მიხედვით, 1 ქ. X 2 ქ.;

"1-18", "19-36" (ივენ შანსი) - მოგება განისაზღვრება მოოგებულ კოლონაში მოხვედრილი რიცხვების მიხედვით, 1 ქ. X 1ქ.;

განსაკუთრებული პირობები

1. ნებისმიერი ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზი განიხილება როგორც შტატგარეშე გარემოება (ისეთი, როგორიცაა მაგალითად: "No Spin" , "Invalid Game" , ინტერნეტ პროვაიდერიდან კავშირის დაკარგვა ა.შ.), ამ შემთხვევაში "აჭარაბეთი" იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ასეთი გარემოების შემთხვევაში "აჭარაბეთი" იტოვებს უფლებას დადებული ყველა ფსონი ანულირებულად ჩათვალოს და დადებული ფსონები დაუბრუნოს მომხმარებელს დეპოზიტზე

2. იმ შემთხვევეაში თუ მოთამაშე ვერ ახერხებს კონკრეტული სპინ ID-ის დასახელებას, პრეტენზიები წარმოქმნილი პრობლემის გარშემო არ მიიღება (სპინ ID-ის ნახვა შესაძლებელია Game history-ში)

3. ყველა პრეტენზია და სადაო საკითხი განიხილება 3 კალენდარული დღის განმავლობაში ( რადგან ცალკეული მოთამაშის თამაშის ისტორია ინახება მხოლოდ 3 კალენდარული დღის მანძილზე) აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ მიიღება.

4. ნებისმიერი ფსონის შესახებ ინფორმაცია ინახება "აჭარაბეთის" ინტერნეტ რულეტის მონაცემთა ბაზაში. სადაო საკითხის განხილვის შემთხვევაში "აჭარაბეთი" ხელმძღვანელობს ელექტრონულ არქივში შენახული და დაცული ჩანაწერებით.

5. წინამდებარე წესდებით გაუთვალისწინებელი დავის წარმოქმნის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. მხარეები არ აღებენ პასუხს წინამდებარე ვალდებულებების შეუსრულებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) გარემოებებით, და რომლებიც არ არის დამოკიდებული მხარეებზე. კერძოდ, სტიქიური უბედურებები, ავარიები, ხანძრები, მასობრივი არეულობები, რევოლუციები, სამხედრო მოქმედებები, კარანტინის გამოცხადება ან სხვა სახის უბედურებები, რომლებიც ხდება იმ რაიონებში, რომლებიც ოფიციალურად ითვლებიან ზემოხსენებული მოვლენების გავლენის ქვეშ.

7. "აჭარაბეთის" ვებ-გვერდის მისამართები: www.adjarabet.com, www.adjarabet.ge

8. წინამდებარე წესდება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე და ის სავალდებულოა "აჭარაბეთის" ინტერნეტ რულეტის ყველა მოთამაშისათვის.

თამაში შესაძლებელია გადმოწერის გარეშე

Copyright © AdjaraBet 2011