წესები
ყურადღება: გთხოვთ შეთანხმების მიღებამდე ყურადღებით წაიკითხოთ შეთანხმების დებულებები, მუხლები და პირობები, შემდეგ ამობეჭდოთ ეს მასალა და შეინახოთ ის ყველა დადასტურებულ ელექტრონულ წერილსა, თამაშის წესებსა და გადახდის ინსტრუქციასთან ერთად, რომლებიც დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი საიტით სარგებლობასთან. გაცნობებთ, რომ ჩვენ არ ვარეგისტრირებთ მოცემულ შეთანხმებას და ამდენად თქვენ ის აუცილებლად უნდა ამობეჭდოთ და შეინახოთ თქვენი საჭიროებისათვის.
შეთანხმების მუხლები და პირობები შეიძლება შეიცვალოს საჭიროებისამებრ (როგორც ეს ქვემოთ არის აღნიშნული). ცვლილებები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ვებ-გვერდზე: კაზინო "აჭარაბეთი".
1. მუხლებისა და პირობების გამოყენება
ჩვენ ქვემოთ აღნიშნულ თამაშებში მონაწილეობისათვის ან ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებისას ღილაკზე "დიახ/ვეთანხმები" დაჭერით, და/ან იმის აღიარებით, რომ თქვენ წაიკითხეთ მოცემული მუხლები და წესები საიტზე კაზინო "აჭარაბეთი" რეგისტრაციისას, თქვენ აცხადებთ სრულ მზადყოფნას შეასრულოთ ეს შეთანხმება და აღიარებთ, რომ ამ მუხლებისა და პირობების შესრულებაზე თქვენს უარს შეიძლება მოჰყვეს დისკვალიფიკაცია, ანგარიშის დახურვა, სათამაშო ფულის ფონდების კონფისკაცია და/ან, უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი სასამართლო სარჩელი თქვენ წინააღმდეგ, როგორც ეს შემდგომში განსაზღვრულია მოცემულ შეთანხმებაში.
თუ თქვენ გაგაჩნიათ რაიმე შეკითხვები ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, გირჩევთ მოეთათბიროთ დამოუკიდებელ იურისტ-კონსულტანტს, ვიდრე მიიღებთ გადაწყვეტილებას და დააჭერთ ღილაკს "დიახ/ვეთანხმები", დაიწყებთ პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვას და/ან სანამ გააგრძელებთ რეგისტრაციის პროცესს. თქვენ აღიარებთ, რომ, როდესაც თქვენ მიიღებთ ამ შეთანხმებას, ჩვენ უფლება გვაქვს დაუყოვნებლივ დავიწყოთ ჩვენი მომსახურეობით თქვენი უზრუნველყოფა და თქვენ ვეღარ გააუქმებთ რეგისტრაციას. ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ დაასრულოთ ეს შეთანხმება და დახუროთ თქვენი ანგარიში ისე, როგორც ეს მოცემულია ქვედა პუნქტებში.
თამაშში მონაწილეობის ლეგალურობა
თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ თამაშში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით სრულწლოვანი ხართ და ამგვარი ქმედების განხორციელების უფლებამოსილება გაგაჩნიათ იმ კანონების თანახმად, რომლებიც თქვენი ქვეყნის იურისდიქციით დაშვებულია.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანია ვერ გაგიწევთ ვერანაირ იურიდიულ დახმარებას და ვერ მოგცემთ ვერანაირ გარანტიას. გადაწყვეტილებას მხოლოდ თქვენი პირადი პასუხისმგებლობის საფუძველზე იღებთ და დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ქმედება წინააღმდეგობაში არ მოდის თქვენი ქვეყნის კანონით გათვალისწინებულ წესებთან და რომ თქვენ თამაშში მონაწილეობის სრული იურიდიული უფლებამოსილება გაქვთ. თამაშში მონაწილეობა მხოლოდ თქვენი პირადი გადაწყვეტილება, არჩევანი და რისკია. იწყებთ რა თამაშს, ამით თქვენ აღიარებთ და ცნობთ იმას, რომ თამაშები და აჭარაბეთის თამაშში მონაწილეობა არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი, არასასურველი, უსამართლო ან მიუღებელი.
2. თამაში ფულზე
თამაში გამიზნულია მხოლოდ მონაწილეთა გასართობად და თქვენი თამაშში მონაწილეობა მიზნად ისახავს მხოლოდ თქვენს პირად სიამოვნებას და არა პროფესიული ან კომერციული მიზნით გამოყენებას. კაზინო "აჭარაბეთი" საიტზე რეგისტრაციით თქვენ იღებთ (ქვემოთ მოყვანილი ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით) თამაშებსა და ტურნირებში მონაწილეობის უფლებას და საშუალებას. [%casino_name %] საიტზე «ფულზე» ("თამში ფულზე", თამაშისთვის თქვენ პროგრამის ყიდვა არ გჭირდებათ, მხოლოდ უნდა გადაიხადოთ ინტერნეტ-პროვაიდერის მომსახურეობის ღირებულება და ამის შემდეგ შეგიძლიათ ითამაშოთ ფულზე. კომპანია იტოვებს უფლებას შეაჩეროს, შეცვალოს, წაშალოს და/ან დაამატოს ნებისმიერი თამაში თავისი შეხედულებისამებრ, დაუყოვნებლივ და შეტყობინების გარეშე. კომპანია პასუხს არ აგებს ასეთი სახის არანაირ ქმედებაზე.
3. რეგისტრაცია
Adjarabet თამაშისათვის თქვენ უნდა შეხვიდეთ www.adjarabet.com ვებ-გვერდზე და დაარეგისტრიროთ ჩვენთან თქვენი ანგარიში ("ექაუნთი"), აირჩიოთ ორიგინალური სახელი და პაროლი, შეიყვანოთ საჭირო მონაცემები სარეგისტრაციო ფორმაში, მათ შორის: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი. თქვენ თანახმა ხართ მოგვაწოდოთ მხოლოდ რეალური ინფორმაცია და მომავალში საჭიროების შემთხვევაში განაახლოთ ინფორმაცია, რათა ის მუდამ იყოს უტყუარი და სრული. თუ გსურთ დაადასტუროთ ან შეცვალოთ რაიმე მონაცემები, რომლებიც შეყვანილი იყო რეგისტრაციის პროცესში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ - ჩვენ მხარდაჭერის სამსახურის მეშვეობით დაგეხმარებით ინფორმაციის შესწორებაში.
4. რეალური დრო და ერთი აკაუნტი.
სახელი თქვენს ექაუნთზე უნდა ემთხვეოდეს თქვენს ნამდვილ და ლეგალურ სახელს თქვენს Adjarabet ექაუნთზე. დაუშვებელია ერთზე მეტი ექაუნთის არსებობა, Adjarabet ნებისმიერ ვებ-გვერდებზე გამოყოფილ მაგიდებზე და მონაცემთა ბაზის პლატფორმაზე. თუ თქვენ გაქვთ ერთზე (1) მეტი ექაუნთი სხვადასხვა სახელით, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით, რათა ჩვენ მოვახდინოთ ცვლილება ისე, რომ თქვენ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი (1) ექაუნთი. თუ თქვენ დაგავიწყდათ თქვენი მომხმარებლის სახელი ან პაროლი, დაგვიკავშირდით - ჩვენ მას შევცვლით.
5. თამაშის წესები
ყოველ თამაშს მონაწილე თამაშობს იმ წესების მიხედვით, რომელიც განთავსებულია სექციაში "როგორ ვითამაშოთ", სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - სპეციალურ საინფორმაციო ფურცლებზე ჩამოთვლილი განსაკუთრებული წესების შესაბამისად.
6. თაღლითობის საწინააღმდეგო სისტემა
ჩვენ ვმუშაობთ ისეთი პროგრამების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად, რომელიც შემუშავებულია და გამიზნულია ჩვენს საიტზე რომელიმე ხელოვნური ინტელექტის ("AI Software") სათამაშოდ, რომელთა შორის არის, მაგალითად, ოპონენტების პროფილირება, მოთამაშეების შეთქმულება, მოტყუების სისტემა და ნებისმიერი სხვა, რომელიც, ჩვენი აზრით, საშუალებას გაძლევთ გქონდეთ დაუმსახურებელი უპირატესობა სხვა მოთამაშეებთან შედარებით. თქვენ თანხმდებით, რომ კომპანია ყველა ზომას მიიღებს ისეთი პროგრამების და AI პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად, რომელიც მოიცავს, Screen Scraping-ს, ან მოთამაშეს კომპიუტერზე მიმდინარე პროგრამების სიის წაკითხვას, ან სხვა ასეთი სახის სიტემასა და მეთოდს. თქვენ ასევე თანახმა ხართ, არ გამოიყენოთ რაიმე სახის AI პროგრამული უზრუნველყოფა და/ან მსგვასი ტიპის სხვა პროგრამა.
7.კომპანიის პარტნიორებისა ან თანამშრომლებისათვის არსებული შეზღუდვა.
თუ თქვენ ბრძანდებით კომპანიის ან მისი რომელი ჯგუფის, ან მიმწოდებლის, ან გამყიდველის მოსამსახურე, დირექტორი, თანამშრომელი, კონსულტანტი ან აგენტი, მაშინ თქვენ გეკრძალებათ თამაში Adjarabet საიტზე, ან პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა ნებისმიერ თამაშში (ყოველი ასეთი პირი განიხილება, როგორც "დაუშვებელი პირი"). ასევე შეზღუდულია "დაუშვებელი პირების" ნათესავების რეგისტრაცია Adjarabet საიტზე, ან მათი პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა ნებისმიერ თამაშებში. ამ მიზნით გამოყენებული ტერმინი "ნათესავი" გულისხმობს შემდეგი პირებს: მეუღლე, პარტნიორი, მშობელი, შვილი, და ან ძმა და მათთან გათანაბრებულ ყველა სხვა პირს.
8. საავტორო უფლებები და სავაჭრო მარკები
ტერმინი Adjarabet™ წარმოადგენს კომპანიის ან კომპანიის ერთ-ერთი ჯგუფის სავაჭრო მარკას, სერვისულ მარკას და/ან სავაჭრო სახელწოდებას; შემდგომ, ყველა მასალა, რომელიც განთავსებულია Adjarabet საიტზე, მათ შორის: პროგრამული უზრუნველყოფა, ნახატები, გრაფიკა, სურათები, ანიმაციები, ვიდეო-მასალა, მუსიკა, აუდიო-მასალა, ტექსტები (და ცალკეული ან ყველას ინტელექტუალური საკუთრების უფლება) ეკუთვინს კომპანიას, მის ერთ-ერთ ჯგუფს და/ან ჩვენს ლიცენზორებს და მათი გამოყენების უფლება დაცულია საავტორო უფლებებით ინტელექტუალურ საკუთრების სფეროში. თქვენ არ გაქვთ ამ მასალის ან სავაჭრო და სერვიუსული მარკების გამოყენების უფლება, და თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ისინი კომპანიის წერილობითი ნებართვის გარეშე.
9. უმოქმედო აკაუნტი
თუ თქვენ ვერ (ან არ) შედიხართ თქვენს ექაუნთზე "სისტემაში შესვლის" მეშვეობით მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით ექვსი კალენდარული თვის განმავლობაში (უმოქმედო), თქვენი ექაუნთი ჩაითვლება უმოქმედოდ და დაიხურება. ლოგინის და სისტემაში შესვლის მოთხოვნა არ წარმოადგენს რომელიმე თამაშში ჩაბმის მოთხოვნას ან სათამაშო აქტიურობას Adjarabet საიტზე, საქმე ეხება მხოლოდ სისტემაში შესვლას.
10.უხამსობა და შეურაწმყოფელი სიტყვები
უხამსობა და შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვენი მხრიდან დაუშვებელია ჩატებში, თამაშის დროს და ყველა სხვა შემთხვევებში, აგრეთვე Adjarabet ან სხვა მონაწილე კომპანიის პერსონალთან ურთიერთობისას. ამ პოლიტიკის ნებისმიერი დარღვევა მოთამაშეს მიერ, გამოიწვევს პრივილეგიების გამოყენების შეჩერებას ან ნებისმიერ სხვა ლეგალურ ქმედებას, რომელსაც კომპანია მიიჩნევს მიზანშეწონილად ამ პოლიტიკის გასატარებლად, თქვენი ექაუნთის დახურვის ჩათვლით. თქვენ ასევე გეკრძალებათ არასწორი და/ან მუქარის ხასიათის და/ან მავნე კომენტარების გაკეთება კომპანიის მუშაობის შესახებ, მედიის მეშვეობით თუ ფორუმებზე.
11. ექაუნთის სახელი და პაროლის გახსნა
თქვენ თანახმა ხართ საიდუმლოდ შეინახოთ თქვენი ექაუნთის სახელი და პაროლი და არავის არ მისცეთ მისი ნახვის ნება. კომპანიას არ ევალება სახელების და პაროლები შენახვა, თუმცა, თუ თქვენ დაგავიწყდათ თქვენი სახელი და პაროლი, შეგიძლიათ მოგვმართოთ დახმარებისათვის. თუ თქვენ არასწორად შეცვალეთ, დაგავიწყდათ ან დაკარგეთ თქვენი ექაუნთის პაროლი. კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კომპანია ამაზე პასუხს არ აგებს.
12. თაღლითური საქმიანობა და აკრძალული ქმედებები
თქვენ მკაცრად გეკრძალებათ Adjarabet -ზე სხვა მოთამაშისათვის რჩევის მიცემა, სხვა სახის შემოთავაზება, წახალისება ან წაქეზება. თამაში Adjarabet ან სხვა ვებ-გვერდზე ან პირისპირ რაიმე განსხვავებული თამაში რეალურ ფულზე ან ნებისმიერ სხვა რეალურ ფასეულობაზე («აკრძალული ქმედებები»). კომპანიის პოლიტიკა კრძალავს შეუსაბამ თამაშს, აკრძალულ ქმედებებს და თაღლითურ საქმიანობას. თუ კომპანიის ცალმხრივი გადაწყვეტილების თანახმად თქვენ დაგიფიქსირეს კომპანიის ან სხვა მოთამაშის მოტყუება, კომპანიის ან სხვა მოთამაშის მოტყუების მცდელობა, ან თქვენ ჩართული აღმოჩნდით ნებისმიერი სახის თაღლითურ საქმიანობაში , მათ შორის (და არა მხოლოდ) სათამაშო მანიპულაციაში, კომპანია უფლებას იტოვებს შეაჩეროს და/ან დახუროს თქვენი ექაუნთი და გაუზიაროს ეს ინფორმაცია (და თქვენი პირადი მონაცემები) სხვა ონლაინ-თამაშების საიტებს, ბანკებს, საკრედიტო ბარათების კომპანიებს და შესაბამის სააგენტოებს.
13. უსაფრთხოების მიმოხილვა
უსფრთხოების და სისტემაში შესვლის დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფისათვის კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს ჩაატაროს უსაფრთხოების მიმოხილვა, რათა შეამოწმოს თქვენი პიროვნება, თქვენს მიერ მითითებული ასაკი, რეგისტრაციის თარიღი, შეამოწმოს თქვენი აქტიურობა თამაშებში და თქვენი ფინანსური ტრანსაქციები ამ შეთანხმების და სამართლებრივი ნორმების დარღვევის აღმოსაჩენად. მოცემული შეთანხმების მიღებით თქვენ უფელაბს გვაძლევთ ჩვენ (და ჩვენს ლეგალურ აგენტებს), გავაკეთოთ ნებისმიერი მოთხოვნები თქვენს შესახებ საქმიანი ინფორმაციის მოსაძიებლად, გამოვიყენოთ და მესამე მხარეს გავუმხილოთ თქვენს მიერ მოწოდებული ესა თუ ის ინფორმაცია, მოგთხოვოთ უტყუარი ინფორმაცია ამ შეთანხმების შესაბამისად, მათ შორის (და არა მხოლოდ) საანგარიშო ინფორმაცია კრედიტების შესახებ და/ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც არის მესამე მხარის საინფორმაციო ბაზაში.
14. ექაუნთის კონფისკაცია და დახურვა
14.1 თავისი შეხედულებისამებრ კომპანია იტოვებს უფლებას თქვენს ექაუნთთან მიმართებაში, ან სხვა ექაუნთებთან მიმართებაში, რომლებიც შეიძლება გქონდეთ სხვა ვებ-საიტებზე და/ან სამორინეში, რომელთა მფლობელი არის კომპანია პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით, ასევე ვებ-გვერდებზე, რომლებიც ჩვენთან იყოფენ თამაშის/მაგიდის საერთო პლატფორმას, შეაჩეროს თქვენი ექაუნთის ქმედება შემდეგ შემთხვევებში:
1.თქვენ დაარღვიეთ ამ შეთანხმების ნებისმიერი მუხლი და მოთხოვნა;
2.კომპანიისათვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ შემჩნეული ხართ თაღლითობაში და/ან ჯგუფურ თამაშში და/ან არალეგალურ თუ შეუფერებელ საქციელში ნებისმიერ სხვა ონლაინ თამაშის საიტზე.
14.2 თუ უსაფრთხოების მიმოხილვის შემდეგ (იხ. მუხლი 17), თქვენ კვლავ შემჩნეული ხართ ისეთსავე საქციელში.
15. ექაუნთის შეწყვეტა
თქვენ უფლებამოსილი ხართ დახუროთ თქვენი ექაუნთი და ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ ეს შეთანხმება, თუ გამოგვიგზავნით ელექტრონულ წერილს ან დაგვიკავშირდებით ტელეფონის მეშვეობით. კომპანია ვალდებულია გიპასუხოთ გონივრულ ვადებში, მაგრამ თქვენ პასუხისმგებელნი ხართ თქვენს ექაუნთზე, ვიდრე ჩვენ არ გავააქტიურებთ დახურვის პროცედურას. კომპანია უფლებას იტოვებს შეწყვიტოს ეს შეთანხმება უშუალოდ თქვენ მიერ შეტყობინების მიღებისთანავე იმ ელექტრონულ მისამართზე, რომელიც თქვენ წარმოუდგინეთ კომპანიას.
16. კომპენსაცია
თქვენ ეთანხმებით მოთხოვნას, რომ არ მიაყენებთ ზიანს კომპანიას, მის თანამშრომლებს, ხელმძღვანელებს, დირექტორებს, ლიცენზიატებს, ლიცენზორებს, ფილიალებს და შვილობილ კომპანიებს, და მომავალში თანახმა ხართ მთლიანად გაათავისუფლოთ ისინი ნებისმიერი და ყველა ხარჯებისაგან, ვალებისაგან და ზარალისგან, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას თქვენ მიერ ამ შეთანხმების დარღვევის შედეგად.
17. გარანტიებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის არარსებობა:
17.1. თქვენი მონაწილეობა Adjarabet საიტზე, პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვა და თამაშებში მონაწილეობა არის თქვენი პირადი არჩევანი და თქვენი პირადი რისკი. კომპანია არ არის პასუხისმგებელი კომპიუტერის გაუმართაობაზე, ან თქვენს მცდელობებზე მიიღოთ მონაწილეობა თამაშში კომპანიის მიერ გაუთვალისწინებელი მეთოდებით, საშუალებებით ან გზებით.
17.2. Adjarabet-საიტზე მონაწილეობა, თამაშები და პროგრამული უზრუნველყოფა თქვენ გეძლევათ ყოველგვარი ისეთი გარანტიის გარეშე, რომელიც მოცემულია ან ნაგულისხმევია კანონით, ადმინისტრაციული კოდექსით ან სხვა ნორმატიული აქტით და შეიცავს( მაგრამ არ შემოიფარგლება): ნაგულისხმევი გარანტიის და გამდიდრების პირობას, დამაკმაყოფილებელი ხარისხის ნორმას, გარკვეული მიზნებისათვის გამოდგომას ან გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმების და წესების არდარღვევას. კომპანია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ფუნქციები, რომლებიც არის Adjarabet, თამაშებში, ან პროგრამულ უზრუნველყოფაში, დააკმაყოფილებენ თქვენს მოთხოვნებს, და ასევე, რომ მათი ფუნქციონირება იქნება შეუფერხებელი ან შეცდომების გარეშე.
17.3. კომპანიის მაქსიმალური პასუხისმგებლობა თქვენ ან ნებისმიერი სხვა მესამე პირის მიმართ, რომელიც გამომდინარეობს ამ შეთანხმებიდან და შეეხება თქვენ მიერ Adjarabet საიტზე მონაწილეობას, თამაშების შედეგებს ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას, შეთანხმების ან სამოქალაქო სამართალ დარღვევისას (მათ შორის იგნორირებისა) ან სხვა შემთხვევაში, შემოიფარგლება თქვენ მიერ Adjarabet-საიტზე მონაწილეობისას უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გადახდილი ოდენობით.
17.4.კომპანია არავითარ შემთხვევაში არ აგებს პასუხს პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობაზე, ვირუსებზე, რომელთა შედეგად შეიძლება დაკარგულ იქნას მონაცემები ან სხვაგვარად დაზიანდეს თქვენი კომპიუტერი ან პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე კომპანია არ არის ვალდებული უზრუნველყოს დამატებითი ან სარეზერვო ქსელი და/ან სისტემებით.
18. დავების რეგულირება
თქვენ მთლიანად იღებთ და ეთანხმებით, რომ შემთხვევითი რიცხვების გენერატორის ("RNG") პროგრამული უზრუნველყოფა განსაზღვრავს ბანქოს არჩევასა და დარიგებას, და ასევე სხვა არაკანონზომიერ სათამაშო მოვლენებს. თუ არსებობს სხვაობა თქვენ მყარ დისკზე დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფის მიერ ნაჩვენებ შედეგსა და ჩვენს სერვერზე მყოფ მონაცემებს შორის, ჩვენს სერვერზე წარმოდგენილი შედეგი არის პრიორიტეტული ყველა შემთხვევაში. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ კომპანიის ჩანაწერები წარმოადგენს ერთადერთ საფუძველს თამაშთან, მასთან დაკავშირებულ საქმიანობასთან, ყველა თანმდევ გარემოებასთან და ამ მიმართებით თქვენ მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხის გადასაწყვეტად.
19. შენიშვნები
თუ თქვენ არ ეთანხმებით თამაშის შედეგებს, ან Adjarabet-ის რაიმე სხვა გადაწყვეტილებებს, კომპანიაში უნდა შემოიტანოთ წერილობითი საჩივარი მომხდარის შესახებ 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ან მხარდაჭერის სამსახურის მეშვეობით.
20. მთლიანად შეთანხმება, ცვლილებები და განახლება
თქვენ მთლიანად აცნობიერებთ და თანახმა ხართ დაიცვათ ამ შეთანხმების დებულებები და პირობები, აგრეთვე იმას, რომ დროდადრო ისინი შეიძლება შეიცვალოს ან განახლდეს კომპანიის მიერ. კომპანიას შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს ეს შეთანხმება, და განათავსოს შეცვლილი შეთანხმება შესაბამის Adjarabet გვერდზე თქვენთვის გასაცნობად, დასადასტურებლად ან შესაწყვეტად.
ნებისმიერი ცვლოლება ძალაში შედის Adjarabet გვერდზე პუბლიკაციის შემდეგ. თუ რომელიმე ცვლილებას დაუშვებლად მიიჩნევთ, თქვენ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ეს შეთანხმება. ასეთი შეტყობინების შემდეგ თქვენს მიერ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გაგრძელება ითვლება ყველა შეტანილი ცვლილების მიღებად.
თქვენი კანონიერი უფლებაა გადახედოთ ამ შეთანხმებას ან მასში შეტანილ ცვლილებებს ყოველი თამაშის წინ. აქ მოყვანილი პირობები და დოკუმენტი წარმოადგენს სრულ და საბოლოო შეთანხმებას თქვენსა და კომპანიას შორის და ამით აუქმებს ნებისმიერ სხვა და ადრინდელ შეთანხმებას თქვენსა და კომპანიას შორის. ნებისმიერი მოთამაშეს, რომელიც უშუალოდ ან მინდობილობით დაკავშირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეკრძალება თამაშში მონაწილეობის მიღება და მისი საბანკო ანგარიში გაიყინება.
თქვენი კანონიერი უფლებაა გადახედოთ ამ შეთანხმებას ან მასში შეტანილ ცვლილებებს ყოველი თამაშის წინ. აქ მოყვანილი პირობები და დოკუმენტი წარმოადგენს სრულ და საბოლოო შეთანხმებას თქვენსა და კომპანიას შორის და ამით აუქმებს ნებისმიერ სხვა და ადრინდელ შეთანხმებას თქვენსა და კომპანიას შორის.
უამრავი საჩუქარი და პრიზები
თამაში შესაძლებელია გადმოწერის გარეშე
Copyright © AdjaraBet 2011

დაადასტურეთ, რომ უკვე შეგისრულდათ 21 წელი